ახალი ამბები

კვირის ქრონიკა, ჟვანია

26 ნოემბერი, 2012 •
კვირის ქრონიკა, ჟვანია

“ძალიან გვიანი იყო, ღამის პირველი საათი,  შეიძლება უფრო გვიანიც, ფულის გადახურდავება გვინდოდა, მე და ჩემი  მეგობრის ბავშვი, ბენზინგასამართ სადგურზე წავედით ფულის გადასახურდავებლად,  რადგან რაღაცეები უნდა გვეყიდა, თქვენ თუ გაქვთ ნანახი საბურთალოს ქუჩის #53 სახლი, ერთი ცენტრალური ქუჩაა და მეორე– კუთხეში შემოსასვლელია. ჩვენ სწორედ ამ კუთხის შემოსასვლელიდან შემოვედით და სწორედ იქ დაგვხვდა შავი დიდი ჯიპი, რომელიც შუქებჩამქრალი იდგა, ხოლო იმ სახლში, რომელიც ვასიკო მაღლაფერიძეს ჰქონდა ნაქირავები შუქი ანთებული იყო.  მე და ჩემი მეგობრის შვილმა ერთმანეთში ჩუმი სიცილით წავიჭორავეთ, ალბათ ვასიკო მაღლაფერიძეს ვინმეები თუ ჰყავს მოყვანილი მეთქი. 

 

მე დავინახე ორი გვამი, მათი სახეები მე არ დამინახავს, ეს გამორიცხულია, მაგრამ მე გარკვევით, ძალიან ახლოდან დავინახე ორი გვამი.  მეორე დილით, რომ გამოაცხადა ვანო მეააბიშვილმა ზურაბ ჟვანია და რაულ უსსუპოვი გაზმა გაგუდა ამა და ამ სახლშიო, მაშინ ვიკივლე და ჩემ მეგობარს ვუთხარი სწორედ ჟვანიას და იმ საცოდავი ბიჭის გვამები შეასვენეს მაგ სახლში წუხელ მეთქი” 

 

ნათელა მოდებაძის განცხადებით, 2006 წლის 3 თებერვლის ღამეს, იგი მის მეგობართან დარჩა ღამით, რომელიც საბურთალოს ქუჩის # 55 ცხოვრობდა. მოდებაძე ამტკიცებს, რომ საბურთალოს  ქუჩის #53 არსებული ბინა ვასილ მაღლაფერიძემ იქირავა და მაღლაფერიძემდე სწორედ მას ჰქონდა მოლაპარაკება ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით, მეპატრონესთან– ეკა კიკიანთან.  

 

ნათელა მოდებაძის თქმით, ბინის გაღება მხოლოდ ვასილ მაღლაფერიძეს შეეძლო. 

 

“ვასიკო მაღლაფრიძს გარდა სხვას არავის, მე მაგ კაცის მიმართ მაქვს შინაგანი პროტესტი და “მეცხრე არხზე” მაგის გადაცემას საერთოდ არ ვუყურებ. მე მჭირრდება სიმართლე და ვის ვუყურო და ვუსმინო, ვასიკო მაღლაფერიძეს? მთელმა უბანმა იცი და ახლაც რომ მიხვიდეთ, მაღაზიის გამგები დაგიდასტურებენ, რო ვასიკო მაღლაფერიძეს ჰქონდა ეგ ბინა ნაქირავები” 

 

მოდებაძის განცხადებით, იგი ამჟამად ირლანდიაში, დუბლინში ცხოვრობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი