ახალი ამბები

აქცია ვარდების რევოლუციდან 9 წლის აღსანიშნავად [VIDEO]

23 ნოემბერი, 2012 • 1375
აქცია ვარდების რევოლუციდან 9 წლის აღსანიშნავად [VIDEO]

აქციას ორგანიზება გაუწია საზოგადოებრივმა მოძრაობამ SOS. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი მაია ბასარია აცხადებს, ისინი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არ არიან, თუმცა გარდა ვარდების რევოლუციის მე–9 წლისთავის აღნიშვნისა, ისინი იმასაც აპროტესტებენ, რომ ახალმა მთავრობამ არ გააგრძელა ის დემოკრატიული გზა, რომელიც რევოლუციის შემდეგ დაიწყო:

“ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პირველი აქტივობა. ჩვენ პირველ აქციაზე პოლიტიკური პატიმრის ბაჩო ახალაიას დაკავება გავაპროტესტეთ. დღევანდელი აქციის მიზანია, ხალხს შევახსენოთ ვარდების რევოლუციის დღე, რადგან ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება, ამ დღეს დაემხო შევარდნაძის რეჟიმი და ამ დღის დამსახურებაა, რომ საქართველო ისეთ ქვეყანად ჩამოყალიბდა, როგორიც ახლაა, თუმცა ახალი მთავრობა და კონკრეტულად პრემიერ მინისტრი არ აგრძელებს იმ გზას, რაც წინა ხელისუფლებამ დაიწყო”, – აცხადებს მაია ბასარია.

მისი თქმით, აქციაზე ხალხის სიმცირე იმის ბრალია, რომ ნაწილმა რეგიონებიდან ჩამოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა მომდევნო აქციები გაცილებით მასშტაბური და ორგანიზებული იქნება. როგორც მაია ბასარიამ განაცხადა, ორგანიზაცია რეაგირებას მოახდენს ყველა იმ ფაქტზე, რომელიც ადამიანების უფლებების შემლახველი იქნება.


მასალების გადაბეჭდვის წესი