ახალი ამბები

კრწანისის სასწავლო ცენტრში წვევამდელი დაიღუპა

23 ნოემბერი, 2012 •
კრწანისის სასწავლო ცენტრში წვევამდელი დაიღუპა

“სამსახურეობრივი მოვალეობის  შესრულების დროს რიგითი მამედ გულიევი გარდაიცვალა. დღის 12.00 საათისთვის  წვევამდელი  გულიევი პოლიგონზე  სამსახურეობრივ შემოვლას აწარმოებდა, როდესაც  საბრძოლო მასალა შენიშნა. 

წინასწარი მონაცემებით, ის ჭურვის დაშლას თვითნებურად შეეცადა. მის მიერ გამოჩენილი გაუფრთხილებლობის გამო ჭურვი მოქმედებაში მოვიდა და აფეთქდა. მამედ გულიევი ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროსვე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მალევე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი მივიდნენ. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. რიგითი გულიევი სამი თვეა, რაც საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში მსახურობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

მასალების გადაბეჭდვის წესი