ახალი ამბები

რა უჯდება ბიუჯეტს რიყეზე მუსიკალური და საგამოფენო ობიექტების მშენებლობა

23 ნოემბერი, 2012 •
რა უჯდება ბიუჯეტს რიყეზე მუსიკალური და საგამოფენო ობიექტების მშენებლობა

თბილისის განვითარების ფონდსა და შპს “ენსისის” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ირკვევა, რომ რიყის ტერიტორიაზე მუსიკალური და საგამოფენო ობიექტების მშენებლობა ამ ეტაპისთვის 86 მილიონი ლარი დაჯდა. 

 

ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც 2011 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა მხარეებს შორის, შესრულებული სამუშაოსთვის შპს “ენსისის” ავანსის სახით 86 მილიონი ლარი სხვადასხვა დროს უნდა აეღო. პირველი თანხა “ენსისის” 2011 წლის სექტემბერში, ბოლოს კი 2012 წლის სექტემბერში უნდა მიეღო. ხელშეკრულების თანახმადვე, 3 მილიონი ლარი კი, სამუშაოების დასრულების შემდეგ. 

 

მშენებლობა, რომელსაც საფუძველი თავად პრეზიდენტმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჩაუყარეს, დასრულებული ჯერ არ არის. NCC -ის მიმდინარე პროექტებს შორის არის ასევე სხვა მშენებლობები რიყის პარკის ტერიტორიაზე, საბალეტო და საკონცერტო დარბაზი აღმაშენებლის გამზირზე, სარეკრეაციო დასასვენებელი ზონა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი, თბილისში წყლის სადრენაჟო სისტემები, კოლექტორი და ა.შ. 

 

კომპანიის დასრულებულ პროექტებს შორისაა საცხოვრებელი სახლი შავი ზღვის ტერიტორიაზე, პოლიციის შენობა დიღომში, თბილისში გზის სხვადასხვა მონაკვეთის რეაბილიტაცია, გვირaბები, სადრენაჟო სისტემები და სხვა. 

 

თბილისის მერიასა და დაკავებული შპს “ენსისის” ხელმღვანელობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები შსს-მ მტკიცებულებების სახით დღეს, 23 ნოემბერს გამოაქვეყნა. 

 

კომპანია ,,ენსისი”-ს გენერალურ დირექტორს გიორგი ქელბაქიანს და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით, რაც 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი