ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ მეცხრე არხი

22 ნოემბერი, 2012 • 1261
საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ მეცხრე არხი

ტელეკომპანია “მე-9 არხის” მომავალზე “ნეტგაზეთის” კითხვას პრემიერ-მინისტრმა 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

მისი თქმით, ნამდვილად უქმნის უხერხულობას ის, რომ მისი ოჯახი ტელეკომპანიას ფლობს და არ ჭირდება ეს უხერხულობა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუკი პირველი არხი ჩამოყალიბდება ჭეშმარიტ საზოგადოებრივი მაუწყებლად, მზადაა მეცხრე არხის ტექნიკა და შენობა გადასცეს.  

 

“თუ ეს ვერ მოხერხდება, და არ გამოვრიცხავ, ასეთ შემთხვევაში მე-9 არხის ბაზაზე უნდა გაკეთდეს ნამდვილი საზოგადოებრივი ტელევიზია. ამას არ მინდა კუდები გამოაბან, რომ  ჩვენ აღარ დავაფინანსებთ ბიუჯეტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, “უფრო ლამაზი იქნება”, რომ პირველი არხი დარჩეს საზოგადოებრივ  მაუწყებლად, ხოლო მეცხრე არხის შემთხვევაში ის უზრუნველყოფს წინასწარ, 20 წლით ტელეკომპანიის დაფინანსებას და მის ოჯახთან მეცხრე არხს არავითარი კავშირი არ ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი