ახალი ამბები

27 თებერვალს, ღამით, მეტეხის გვირაბში გადაადგილება შეიზღუდება

27 თებერვალი, 2017 • 2144
27 თებერვალს, ღამით, მეტეხის გვირაბში გადაადგილება შეიზღუდება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 27 თებერვალს, ღამის 23:30 საათიდან 00:00 საათამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაიკეტება მეტეხის გვირაბი ორთაჭალის მიმართულებით, ხოლო 00:00 საათიდან 00:30 საათამდე, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

სამსახურის ცნობით, მათივე დაკვეთით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გვირაბში გადამწვარ ნათურებს გამოცვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი