გთავაზობთ ორშაბათს, 27 თებერვალს დაგეგმილი მოვლენების ანონსს:
10:30 თემა: „ინოვაციური სერვისები და ეფექტური საარჩევნო პროცედურები“
ბორჯომში, სასტუმრო “Crowne Plaza”-ში საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელი მეთ გოქული და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამების ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ სვეტლიკი გახსნიან.
11.00 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
11:00 საათზე საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე პრეს–კონფერენციას გამართავს.
თემა: ლარიზაციის პროცესი – პროცესის მოსალოდნელზე დიდი მასშტაბები მიმდინარე პერიოდისთვის.
11:30 საათზე საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში ადვოკატი დიმიტრი გაბუნია პრესკონფერენციას გამართავს თემა: დატყვევებული მენაშენე – ზ. თაბუკაშვილი მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.
12.00 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივი სხდომა
13.30 ვროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ პრესკონფერენციას გამართავს. ევროკავშირის ელჩის გარდა პრესკონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, ასევე, შენგენის ზონაში შემავალი იმ ქვეყნების ელჩები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. ზოგიერთი მათგანი სიტყვით გამოვა. სასტუმრო ბილტმორ თბილისში. მისამართი: რუსთაველის 29
15.00 პარლამენტის ბიუროს სხდომა