ახალი ამბები

მეშახტეები აქციას პრეზიდენტის სასახლესთან გამართავენ [Video]

21 ნოემბერი, 2012 • 998
მეშახტეები აქციას პრეზიდენტის სასახლესთან გამართავენ [Video]

„23 ნოემბერს ყველანი ერთად ავტობუსებით ჩავალთ თბილისში, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით – პრობლემა ამ ბიზნესის არის პრეზიდენტის რეზიდენციაში.”

დღევანდელ აქციაზე მუშებმა ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვა გააპროტესტეს. გოდერძი გამეზარდაშვილის თქმით, შახტის დახურვა ქალაქის პარალიზებას გამოიწვევს:

 

„უკვე არაფერს მოვითხოვთ, გარდა იმისა, რომ შახტა არ დაიხუროს და არ გაუქმდეს ამდენი სამუშო ადგილი, რაზედაც დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ოჯახები, ხალხს ზოგს სესხი აქვს ბანკის. ქალაქიც მასზეა დამოკიდებული, მეტი არაფერი არ არის, გარდა შახტისა. მკვდარი ქალაქი შეიქმნება ფაქტობრივად“.

 

სესხებზე იგივეს ამბობს აქციის კიდევ ერთ მონაწილე ანზორ კუბლაშვილი:

 

„10 00 ლარი მე პირადად მაქვს გამოტანილი. 350 ლარს ვიხდი თვეში და საიდან გადავიხადო, შახტამ თუ არ მამუშავა?! ვერ გადავიხდი.”

 

შახტის მმართველმა კომპანია “ჯი-აი ჯიმ” შახტის დახურვის მიზეზად უსაფრთხოების ზომები დაასახელა. მეშახტეები ამბობენ, რომ დახურვის რეალური მიზეზი არჩევნების შედეგია:

 

„ორწელიწადნახევარია მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ბიჭი მოკვდა, 24 წლის ბიჭი მოკვდა, პირადად ჩემი მეზობელი. იმასთან ერთად სამი მოკვდა კიდევ. მაშინ არ უფიქრიათ უსაფრთხოებაზე. ახლა ეს, არჩევნების მერე მოხდა ყველაფერი იმიტომ, რომ არ იქნა ის ძველი მთავრობა არჩეული“, – განაცხადა ლამზირა ჩაფიძემ.

 

ტყიბულის შახტებს კომპანია “ჯი-აი-ჯი” ფლობს, რომლის მესაკუთრეა საქართველოს პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დავით ბეჟუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი