26 თებერვალს, გამთენიისას, ბიშკეკში ყირგიზეთის ოპოზიციური პარტის ლიდერი ომბურბეკ ტეკებაიევი დააკავეს.
მას ყირგიზეთის ხელისუფლება ბრალს კორუფციასა და თაღლითობაში სდებს. ოპოზიციის ლიდერი აეროპორტშივე დააკავეს, როცა ვენიდან სამშობლოში დაბრუნდა. მის დაბრუნებამდე, შაბათს, ყირგიზეთის გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა პარტია “ატა მეკენის” ლიდერის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე.
ოპოზიციის ლიდერის დაკავება აერპორტშივე გააპროტესტეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა. როგორც “ევრაზიანეტი” იუწყება, ასევე დააკავეს აქციის მონაწილეებიც.
როგორც გამოცემა წერს, პოლიტიკური მიმომხილველები ყირგიზეთში მიიჩნევენ, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.