რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისში, სამგორის რაიონში, პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 3 პირი დააკავა.
ჯერჯერობით ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება. ნეტგაზეთი შსს-სთან ცდილობს დაკავშირებას და დამატებით ინფორმაციას მისი მიღებისთანავე მოგაწვდით.
რუსთავი 2 -ის ცნობით კი, სროლა გახოკიძის ქუჩაზე დღეს, 12:00 საათისთვის ისმოდა. ადგილობრივების განცხადებით, დაკავებულები მერსედესის მარკის ჯიპით გადაადგილდებოდნენ – მათ შუა ხნის მამაკაცი ჰყავდათ გატაცებული.