ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

25 თებერვალი, 2017 • 5087
პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში  დაღუპულ იუნკერთა  ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა  ტაბახმელაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში  დაღუპულ იუნკერთა  ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

“საქართველომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ცოტა ხნით შეძლო ყოფილიყო დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფო და, სამწუხაროდ, ამ ბიჭების გმირობამაც ვერ გადაწყვიტა ამ ბრძოლის ბედი. ჩვენ გრძელვადიანი ომი გვაქვს მოსაგები. ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად.”

პრემიერ-მინისტრი იუნკერთა მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.

1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ოკუპაცია დაიწყო. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის, ასევე პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი