ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდა

25 თებერვალი, 2017 • 1881
ირაკლი კობახიძე  აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდა

დღეს, 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატეების  კონგრესმენებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მრავალი წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის კონგრესთან:

“მადლობა მინდა გადავუხადო მათ საქართველოში სტუმრობისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმები განვიხილეთ. ჩვენ ვიმსჯელეთ საკანაონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება,” – აღნიშნა კობახიძემ.

კონგრემენი პიტერ როსკამი მიიჩნევს, რომ საქართველო დასავლური ტიპის დემოკრატიად ყალბიდება:

“საქართველოში შენდება დასავლური ტიპის დემოკრატია. აღტაცებულები ვართ საქართველოს მიერ მოვალეობების შესრულებით, დიდ შეფასებას ვაძლევთ იმას,  რასაც საქართველო აკეთებს სხვა რეგიონებში  სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია 24 თებერვალს ჩამოვიდა.  დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან. კონგრესმენები შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთანაც გამართავენ. კონგრესმენები ქართველ დეპუტატებთან საკანონმდებლო საქმიანობას, მიმდინარე საკითხებსა და გამოწვევებს განიხილავენ. კონგრესმენები, მეუღლეებთან ერთად, პარლამენტის თბილისის სასახლეს დაათვალიერებენ და შენობის ისტორიას გაეცნობიან. დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი