ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი გლდანის საპყრობილეშია

20 ნოემბერი, 2012 • • 1567
ირაკლი ოქრუაშვილი გლდანის საპყრობილეშია

ოქრუაშვილს დაუსწრებლად აქვს სასამართლოს მიერ მისჯილი 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სწორედ ამ განაჩენის გამო იქნა იგი დღეს დაკავებული.

 

ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოში. “ქართული პარტიის” პრესსამსახურის ცნობით, ოქრუაშვილი საქართველოში სწორედ ამ პროცესის გამო დაბრუნდა.

 

“ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა, საქართველოში დაბრუნებულმა, საპატიმროდან გააგრძელოს თავისი სიმართლისთვის ბრძოლა, გაასაჩივროს მის მიმართ დამდგარი უკანონო განაჩენი და სხვა ნებისმიერი ქმედება და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, რის იმედსაც აძლევს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები”, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

 

დღესვე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს.

 

ოქრუაშვილი 2007 წელს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით მან საქართველოს დატოვება მოახერხა და  დღემდე ევროპაში აფარებდა თავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი