ახალი ამბები

კალაძე: ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით საუბარი მიმდინარეობს

19 ნოემბერი, 2012 • 891
კალაძე: ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით საუბარი მიმდინარეობს

“ბოლო გადახედვა ტარიფის მოხდა 2005 – 2006 წლებში, ამის შემდეგ ახალი არაფერი გაკეთებულა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველა კომპანიას ვეთანამშრომლებით და გვაქვს საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია მოხდეს ტარიფების დაწევა”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შესახებ საქმის კურსშია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისია.

სემეკი იმის მიზეზად, რომ ტარიფები არ შეცვლილა, “ინტერ რაოსთან” გაფორმებულ კონტრაქტს ასახელებდა. კალაძის განცხადებით, თელასის მფლობელ კომპანია “ინტერ რაოსთან” გაფორმებული კონტრაქტი ახალი არ არის და გარკვეული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს:

“‘ინტერ  რაოსთან’ კონტრაქტი ახალი გაფორმებული არ არის, ეს არის მაშინდელი, როდესაც “ინტერ რაომ” შეიძინა თელასი, მათ 2025 წლამდე აქვთ აღებული ვალდებულება. თუ არ ვცდები, სადღაც 370 მილიონამდე ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ, რომელიც დაწყებულია. ეს ეხება გამრიცხველიანებას, ქსელების რეაბილიტაციას, ჰქონდათ ასევე ვალდებულება ახალი ჰესის აშენების და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტარიფში აისახება. ამასთან დაკავშირებითაც გვექნება საუბარი და სწორედ ეს არის ის თემა, რაზეც მე მოგახსენეთ, რომ ტარიფებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი”, – აღნიშნა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი