ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, შორენა თეთრუაშვილი სავარუდოდ დღეს დაიკითხება

23 თებერვალი, 2017 • 2240
ადვოკატის თქმით, შორენა თეთრუაშვილი სავარუდოდ დღეს დაიკითხება

საპატრიარქოს ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე, სავარუდოდ, დღეს დაიკითხება . ქარჩავამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დღეს, 23 თებერვალს, 14:00 საათის მდგომარეობით, დაკითხვა არ მიმდინარეობს. ამ დრომდე არაა პროკურატურის მიერ დაკითხული არც დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც 10 თებერვალს დააკავეს და 21 თებერვლამდე დუმილის უფლებით სარგებლობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი