ახალი ამბები

მერაბიშვილი: საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რა საშიშ ტენდენციასთან გვაქვს საქმე

16 ნოემბერი, 2012 • 990
მერაბიშვილი: საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რა საშიშ ტენდენციასთან გვაქვს საქმე

“პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ჩემი მეგობრის, 9 წლის განმავლობაში ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თქვენთვის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ადამიანის, შოთა ხიზანიშვილის დაკავებას. შოთა ხიზანიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ადამიანი, იგი ყოველთვის ჩემთან ერთად იყო, ბოლო თვეებში ის გახდა ვიცე-მერი, და მე მესმის, რომ მისი დაკავება მოხდა იმისთვის, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა იმიტომ, რომ ის არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ოჯახებით ჩვენ ვმეგობრობთ,”- განაცხადა მერაბიშვილმა.

 

მერაბიშვილი კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, შს გენინსპექციის უფროსის თენგიზ გუნავას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გუნავა არის სიმბოლო სამეგრელოში ნარკოტიკების მაფიის მოსპობის.

 

“გუნავას უფროსობის დროს სამეგრელოდან პრაქტიკურად ამოიკვეთა არათუ ნარკოტიკების არსებობა, ასევე მოხმარება. ალბათ, ცოტა დამცინავად ჟღერს, რომ მას ბრალი წაუყენეს ნარკოტიკების მოხმარებისა თუ შენახვისთვის.  გუნავა იყო ადამიანი, რომელიც ჩემი დავალებით, ომის დროს დარჩა ზუგდიდში და რუსეთის საოკუპაციო ჯარის იქ ყოფნის დროს  ის ყოველთვის იყო იქ და განსხვავებით სხვა ქალაქებისგან არ მომხდარა პანიკა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თითოული და თოთოეულის ქონება იყო დაცული. მასაც, ისევე როგორც ხიზანიშვილს და მის ოჯახს, დავუდგები მხარში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ადამიანები გავათავისუფლოთ და საზოგადოებას დავანახოთ, რა საშიშ ტენდენციასთან გვაქვს საქმე,”- აცხადებს მერაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი