ახალი ამბები

ფილიპ გორდონი: დაპატიმრებას არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე

16 ნოემბერი, 2012 • 1185
ფილიპ გორდონი: დაპატიმრებას არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე

პრემიერ -მინისტრთან შეხვედრამდე გორდონი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. მედიასთან კომენტარი კი დაპატიმრებების შესახებაც გააკეთა. 

“თუკი ვინმე  დამნაშავეა, უნდა დააკავონ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გამჭვირვალედ და არ უნდა ჰქონდეს ამას პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე, თორემ ეს მთელს ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდება, იმიტომ, რომ თქვენ გიყურებთ ამერიკა, საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენ გაკვირდებით”, – აღნიშნა გორდონმა.

მისი თქმით, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს ნატოში ინტეგრაცია და აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავება, ამიტომაც იგეგმება პრემიერ- მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში.

გორდონმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი სააკაშვილი ერთად ეწვიონ აშშ-ს. გორდონმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოში პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 16 ნოემბერს დაიწყო.

ფილიპ გორდონი და ბიძინა ივანიშვილი
ფილიპ გორდონი და ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი