ახალი ამბები

სასულიერო პირები, რომლებიც ბრიუსელში სამუშაო შეხვედრებს მართავენ

22 თებერვალი, 2017 •
სასულიერო პირები, რომლებიც ბრიუსელში სამუშაო შეხვედრებს მართავენ

21-25 თებრვალს ბრიუსელში სასულიერო პირების დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს უკვე მეორედ გამართავს. პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ახორციელებს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან შემდეგი სასულიერო პირები:

  • ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი -ანტონი (ბულუხია მარკოზი)
  • საპატრიარქოს დავით აღმაშენებლის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი, რუსთავის მიტროპოლიტი – იოანე (გურამ გამრეკელი)
  • მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი – მელქისედეკი (მელქისედეკ ხაჩიძე)
  • ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი – ლაზარე (სამადბეგიშვილი დიმიტრი)
  • ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი – დოსითე (დიმიტრი ბოგვერაძე)
  • ჩრდილოეთ ამერიკაში საქართველოს ეპისკოპოსი – საბა (ლაშა ინწკირველი)
  • ვანის მართლმადიდებელი გიმნაზიის პრორექტორი – დეკანოზი პეტრე (ვალერიან გიორგაძე)
  • ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მღვდელი ალექსანდრე (როხვაძე)
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მდივანი დეკანოზი ამბროსი (გოჩა ხოშტარია)
  • წმინდა ნიკოლოზის სახელობის ფოთის სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის -დეკანოზი თევდორე (ბასილაია ივლიანე)
  • ჭყონდიდის ეპარქიის სოფელ ინჩხურის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ბერი – ანდრია (სარია გიორგი)
  • მონაზონი ქეთევანი (ლომთაძე ნათია) ჭყონდიდის ეპარქიიდან

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრები და სასულიერო პირები ბრიუსელში 21 თებერვალს გაფრინდნენ.  ვიზიტის ფარგლებში ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები ევროკავშირის ინსტიტუციების (EEAS, DG near, DG Regio, DG Agri) და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდებიან. სასულიერო პირების ვიზიტი 25 თებერვალს დასრულდება.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრების ციკლი პროექტის “საქართველო-ევროკავშირის” ფარგლებში იმართება. პროექტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდამჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მართლამდიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები ბრიუსელში საინფორმაციო შეხვედრაზე  2016 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდნენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი