ნეტგაზეთი | მეჰრიბან ალიევა ილჰამ ალიევს: ბატონო პრეზიდენტო, მჯერა, შევძლებ თქვენი ნდობის გამართლებას მეჰრიბან ალიევა ილჰამ ალიევს: ბატონო პრეზიდენტო, მჯერა, შევძლებ თქვენი ნდობის გამართლებას – Netgazeti
RU | GE  

მეჰრიბან ალიევა ილჰამ ალიევს: ბატონო პრეზიდენტო, მჯერა, შევძლებ თქვენი ნდობის გამართლებას

“სრულად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ჩემს დანიშვნას უკავშირდება. ბატონო პრეზიდენტო, მჯერა, შევძლებ თქვენი და იმ ადამიანების ნდობის გამართლებას, ვინც მენდობა”.

ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომაზე აზერბაიჯანის ახალმა ვიცეპრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ თავის ქმარს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს განუცხადა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი ცოლი, მეჰრიბან ალიევა დღეს, 2017 წლის 21 თებერვალს ვიცეპრეზიდენტად დანიშნა.

2013 წელს მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ის ასევე მილი მეჯლისის დეპუტატი და აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტია.

ფოტო: apa.az

ფოტო: apa.az

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი