საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში მივიდა, სადაც ამჟამად დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პატრიარქსა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
სასულიერო პირებთან ეს შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტი საპატრიარქოში დაახლოებით 12:55-ზე მივიდა.
პრეზიდენტმა საპატრიარქოში შესვლამდე ჟურალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ილია მეორე გერმანიიდან გუშინ, 20 თებერვალს დაბრუნდა. იგი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფეოდა, სადაც ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა.
ილია მეორის გერმანიაში ყოფნის დროს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა და ბრალი მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის წაუყენა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობა 2017 წლის 10 თებერვალს მიუსაჯეს. თავდაპირველად პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა და ციანიდით მიემგზვრებოდა ბერლინში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დეკნოზს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.