ახალი ამბები

პრემიერი: შესაძლოა, ზამთრის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის ჩატარების უფლება მივიღოთ

21 თებერვალი, 2017 • 1827
პრემიერი: შესაძლოა, ზამთრის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის ჩატარების უფლება მივიღოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შვეიცარიაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტებთან.

„საუბარი გვქონდა ზამთრის რომელიმე სახეობაში საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე. ამას სჭირდება მომზადება და უკვე გამოკვეთილია ქვეყნები რამდენიმე წლის განმავლობაში. დაახლოებით ხუთწლიან პერსპექტივაში, არ არის გამორიცხული, შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საქართველოში ჩატარების უფლება, რომელიმე სახეობაში, შეიძლება ეს იყოს – ფრისტაილი, სნოუბორდი და ა.შ. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციებისთვის და სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან დიდი აქცენტის გაკეთებას, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების და კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელების გამოყენების კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი