ახალი ამბები

ივანიშვილი რასმუსენის განცხადებაზე [VIDEO]

14 ნოემბერი, 2012 • 976
ივანიშვილი რასმუსენის განცხადებაზე [VIDEO]

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში დიასპორასთან შეხვედრის შემდეგ  ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებს ის ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაზე, ივანიშვილი ფიქრობს, რომ რასმუსენს არ გაუკეთებია მწვავე განცხადება.

“ხვალ ჩვენ ამას შევაჯერებთ ერთმანეთთან საუბარში,”- განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც ნატოს გენერალურ მდივანს დღეს, 14 ნოემბერს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ პრაღაში მიმდინარე ნატოს გენერალურ ასამბლეაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით, რომელიც ახლახან განხორციელდა. 

“მე ძალიან შეშფოთებული (არჩევნების შემდეგ) მოვლენების განვითარებით, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელი დაპატიმრებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, მსგავსი საკითხები საქართველოში სასამართლოს მიერ უნდა ირკვეოდეს, თუმცა, “ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს და ჩვენ, ცხადაია, ამას ძალიან ახლოდან მივადევნებთ თვალს,” – განაცხადა რასმუსენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი