პატრიოტთა ალიანსი: ეკლესიის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის 0,5 % უნდა იყოს

“პატრიოტთა ალიანსში” მიიჩნევენ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტის 0,5 %-ით უნდა ფინანსდებოდეს. ამის შესახებ დღეს, 20 თებერვლს, გამართულ ბრიფინგზე  ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა განაცხადეს.

დავით თარხან-მოურავის თქმით, ბიუჯეტი პროპორციულად უნდა აფინანსებდეს ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებს, თუმცა არ განუმარტავს, რა იგულისხმება პროპორციულობაში:

“საქართველოს ბიუჯეტი 11,5 მილიარდზე ცოტათი ნაკლებია. გრანტების და სესხების გარეშე, ბიუჯეტი 10 მილიარდ 338 მილიონია. ყოველწლურად თითოეულ ჩვენგანს საშუალოდ 2700 ლარი შეგვაქვს.  ბიუჯეტი პროპორციულად უნდა აფინანსებდეს ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებს და პირველ რიგში, მართლმადიდებლურ ეკლესიას. იმაზე საუბარი, რომ 25 მილიონი არ უნდა იყოს  ეკლესიის დაფინანსება, აბსურდია.  თუ 45 მილიონი ლარით ვაფინანსებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეკლესიის დაფინანსებამ 60 მილიონსაც უნდა გადააჭარბოს. ბიუჯეტის ნახევარი პროცენტი უნდა იყოს ეკლესიის დაფინანსება. ”

ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარით ფინანსდება.

ამავე თემაზე – რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების არსებული პრაქტიკა არღვევს რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.