ახალი ამბები

ახალაია პატიმრობაში რჩება

13 ნოემბერი, 2012 •
ახალაია პატიმრობაში რჩება

ადვოკატების თქმით, მოსამართლეს არ ჰქონდა ახალაიას პატიმრობაში დატოვების საფუძველი. მათივე თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

ბაჩო ახალაია 7 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება).

მასალების გადაბეჭდვის წესი