ახალი ამბები

ხანძარი თბილისის საკრებულოს შენობაში [ფოტო/ვიდეო]

20 თებერვალი, 2017 • 3215
ხანძარი თბილისის საკრებულოს შენობაში [ფოტო/ვიდეო]

20 თებერვალს, დილით, თბილისის საკრებულოს საკვამურში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე 15 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, ხოლო ხანძრის სრულად ლოკალიზება 40 წუთში მოხერხდა.

თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის თქმით, საკრებულოს სხვენში დამწვარია 25–30 კვ.მ. როგორც გელაშვილი ამბობს, მეხანძრეების მყისიერი რეაგირების შედეგად ისტორიული შენობა გადარჩა და მხოლოდ მინიმალური დანაკარგია. გელაშვილის თქმით, გამოძიება მიზეზებს მოგვიანებით დაადგენს.

თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როდესაც ხანძარი შენიშნეს, დედაქალაქის საკრებულოში ევაკუაცია გამოცხადდა; დეპუტატები და სხვა თანამშრომლები ხანძრის ჩაქრობის პროცესს საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან აკვირდებოდნენ სხვა მოქალაქეებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად.

“დაახლოებით 11:00 საათისთვის შენიშნეს კვამლი საკრებულოს თანამშრომლებმა; მოვიდნენ დაცვის თანამშრომლები და მოგვთხოვეს, რომ შენობა დაგვეტოვებინა, რადგანაც გამოცხადდა ევაკუაცია. ნახევრად ხუმრობით შეიძლება ასეც ითქვას: იმდენი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს ამ ბოლო დროს საკრებულოში, მე მგონი, სირცხვილისგან იწვის ეს შენობა,” – განაცხადა ენმ–ის დეპუტატმა თბილისის საკრებულოში, ირაკლი ნადირაძემ.

მეხანძრე–მაშველები ცდილობენ ხანძრის კერების ლიკვიდირებას თბილისის საკრებულოს სხვენში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თბილისის საკრებულოს შენობაში ხანძარი გაჩნდა ფოტო: გიორგი დიასამიძე . 20.02.2017

მეხანძრე–მაშველი თბილისის საკრებულოში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი