ახალი ამბები

ზუგდიდში ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

13 ნოემბერი, 2012 • 962
ზუგდიდში ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

აქციაში მონაწილეობდა ზუგდიდის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი რომეო საჯაია, რომელმაც პროტესტის ნიშნად თანამდებობდა დატოვა. საჯაიამ განაცხადა, რომ არ დაემორჩილება არჩილ კბილაშვილისა და თეა წულუკიანის უკანონო ბრძანებებს.

 

საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 7 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვს წაყენებული (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება). მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი ადვოკატების საჩივარს, რომლითაც ისინი ითხოვენ ახალაიასთვის აღკვეთის საპატიმრო ფორმის შეცვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი