ახალი ამბები

ტელეკომპანია ‘იმედს’ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

12 ნოემბერი, 2012 • 1029
ტელეკომპანია ‘იმედს’ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

როგორც “ტელეიმედის” 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის – შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” რიგგარეშე კრების ოქმიდან ირკვევა, თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ლომინაძე და მის ადგილზე დაინიშნა რევაზ საყევარიშვილი.

 

საყევარიშვილი ამ თანამდებობაზე 6 თვის ვადით დაინიშნა.

 

რევაზ საყევარიშვილმა რამდენიმე თვის წინ ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობა დატოვა, რის მიზეზადაც მან დაასახელა გამომცემლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, რომელიც შეეხებოდა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერთან – ბიძინა ივანიშვილნთან ინტერვიუს გამოქვეყნებას.

 

ტელეკომპანია “იმედი” კი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიბრუნა, რის შემდეგაც არხზე დაიხურა საინფორმაციო სამსახური, რამდენიმე გადაცემა და სამსახურიდან გაუშვეს თანამშრომლების ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი