ახალი ამბები

გენერალი კალანდაძე მოწმის სტატუსით დაიკითხება

12 ნოემბერი, 2012 •
გენერალი კალანდაძე მოწმის სტატუსით დაიკითხება

ამასთანავე, დღეს გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლო ახალაიას დაცვის მხარის საჩივარს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

 

გუშინ კი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალ  გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამრთლომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობას დროებით ვახტანგ კაპანაძე ასრულებს.

 

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა 7 ნოემბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. ახალაიას კიდევ ერთი მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის აქვს ბრალი წაყენებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, კალანდაძე და შამათავა 20-20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

 

გათავისუფლების შემდეგ გიორგი კალანდაძეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისევ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა ჩააბარა, თუმცა მეორე დღეს, 11 ნოემბერს, მას სამსახურებრივი უფლებამოსილება სასამართლოს განჩინებით შეუჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი