ახალი ამბები

ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

15 თებერვალი, 2017 • 2221
ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის (21:20 საათის) ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-71 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო კმ 71-188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მათი ინფორმაციით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. როგორც საავტომობილი გზების დეპარტამენტი იუწყება, ამავე გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, გზებზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი