ახალი ამბებისამართალი

საკონსტიტუციო სასამართლო შემაკავებელ ორდერზე იმსჯელებს

15 თებერვალი, 2017 • 1671
საკონსტიტუციო სასამართლო შემაკავებელ ორდერზე იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქე ს.გ.-ს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მოქალაქე ასაჩივრებს წესს, რომელიც პოლიციელს ანიჭებს შესაძლებლობას, ოჯახში ძალადობის დროს, საკუთარი შეხედულების მიხედვით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, ან უარი თქვას მის გამოცემაზე.

ს.გ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. თუკი მისი სარჩელი დაკმაყოფილდება, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი მკაფიოდ განისაზღვრება და იგი აღარ იქნება დამოკიდებული პოლიციის ცალკეული თანამშრომლის კეთილსინდისიერებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი წესი მასში იწვევს დაუცველობისა და უმწეობის განცდას, ლახავს მის პატივსა და ღირსებას.

სარჩელის მიხედვით, არსებული რეგულაცია ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-17 მუხლს, სადაც წერია: „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ასევე: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი, ან ღირსების შემლახავი მოპყრობა“.

რადგან მოსარჩელე ოჯახში ძალადობის მსვერპლია, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოუქვეყნებია.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი