ახალი ამბები

საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100,000 აშშ დოლარი გამოყო

15 თებერვალი, 2017 • 1735
საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100,000 აშშ დოლარი გამოყო

საქართველოს ბანკმა  15 თებერვალს „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკი  ფონდ  „სიცოცხლის ხის“ მეშვეობით, დაცული ტერიტორიების მხარადჭერისთვის 100,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს. ეს თანხა საქართველოში არსებული 10 დაცული ტერიტორიის [ ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის] მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

გარემოს დაცვაზე ზრუნვა საქართველოს ბანკის ერთერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, 2008 წლიდან დღემდე, ბანკი გარემოს დაცვით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ბანკი „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) რამდენიმე წელია თანამშრომლობს და 2017 წელს გამოყოფილი დაფინანსების ჩათვლით, ჯამში 500,000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა აქვს გაწეული დაცული ტერიტორიების მოვლისა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი