ახალი ამბები

ილია მეორე ოპერაციის შემდეგ [ფოტო]

13 თებერვალი, 2017 •
ილია მეორე ოპერაციის შემდეგ [ფოტო]

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ილია მეორეს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია დღეს, 13 თებერვალს  ჩაუტარდა. ჰელიოს ბერლინ ბუხის კლინიკაში ილია მეორეს ოპერაცია თბილისის დროით, დაახლოებით, 11:00 საათზე დაიწყო. ბერლინში ეპისკოპოსების ნაწილი და პატრიარქის ახლობლები იმყოფებიან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II 2 თებერვალს სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. ილია მეორეს ექიმის, ცისანა შარტავას ცნობით, კენჭოვანი დაავადების ერთი ფაზა დასრულდა, თუმცა ლაბორატორიულმა გამოკვლევამ გამწვავება აჩვენა, ამიტომ პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება გადაწყდა შემდეგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით. ექიმებს 10 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ ქირურგიული ჩარევის შესახებ.

პატრიარქი ილია მეორე და ეპისკოპოსი დიმიტრი. ფოტოს საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს

პატრიარქი ილია მეორე და ეპისკოპოსი დიმიტრი. ფოტოს საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი