ახალი ამბები

წერეთელი: პროკურატურამ ნათელი უნდა მოჰფინოს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეს

13 თებერვალი, 2017 •
წერეთელი: პროკურატურამ ნათელი უნდა მოჰფინოს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეს

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ განცხადება უნდა გაავრცელოს და დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეს ნათელი მოჰფინოს.

“ბუნებრივია, დღეს მთელი ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია იმაზე, რომ პატრიარქი იყოს ჯანმრთელად და კარგად გადაიტანოს ოპერაცია. ჩემი აზრით ახლა ეს არის მთავარი საზრუნავი,”- ამბობს გიგი წერეთელი.

მისი თქმით, დეკანოზის დაკავება სასიამოვნო არ არის:

“ჯერჯერობით არცერთი უწყება საუბრობს დეტალებზე. ალბათ პროკურატურა გააკეთებს განცხადებას და ნათელი მოეფინება ამ ამბავს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის, არც სასიამოვნო, არც ორდინალური ამბავი. შესაბამისად, საზოგადოებას ჭირდება მეტი ინფორმაცია თუ რა მოხდა სინამდვილეში.”

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, თუმცა სახელმწიფო უწყებები არ საუბრობენ იმაზე, რა ბრალდებით დააკავეს დეკანოზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი