10:00 თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
ქუთაისი, დარბაზი N304
11:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა
ქუთაისი, დარბაზი N301
11:00 საია თბილისის საქალაქო სასამართლოში ენერგეტიკის სამინისტროს და გაზის ტრანსპორტის კომპაანიის წინააღმდეგ სარჩელს წარადგენს. დავის საგანია გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის გაცემის დავალდებულებ.
11:00 სასტუმრო „ამბასადორში“ სახალხო დამცველი ჟურნალისტებს კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ქალთა და ბავშვთა უფლებების შესახებ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს.
11:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
ქუთაისი, დარბაზი N307
11:00 საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პროექტის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში, ბიზნესსექტორი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდება.
11:30 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
ქუთაისი, დარბაზი N303
12:00 ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მესამე შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის.
სამმხრივი კომისიის სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი დაესწრებიან.
მისამართი: წერეთლის გამზ. 144, თბილისი
12:00 შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება პროექტის თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა საქართველოში პრეზენტაცია
12:30 პარლამენტის ბიუროს სხდომა
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
13:00 საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
13:00 გაიმართება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თემა, საარჩევნო სისტემის განხილვა საკონსტიტუციო კომისიაში. შეხვედრის ადგილი თბილისი მერიოტი, დარბაზი სანადიმო.
14:00 პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 4-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. გეგმას წარადგენს ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე.
19:00 მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან “რუსთავის აზოტის” ქარხნის მუშების მხარდსაჭერი აქცია გაიმართება.