ახალი ამბები

პრეზიდენტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდები მცირდება

6 ნოემბერი, 2012 • 1010
პრეზიდენტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდები მცირდება

ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი განსაზღვრულია 10 მილიონი ლარით, მაშინ, როცა 2012 წელს ეს ფონდი ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარით დაფინანსდა.

 

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 2012 წელს კი ამ ფონდისთვის ორჯერ მეტი– 357 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

 

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, როგორც წესი, ფინანსდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სხვადასხვა სახის პროექტები. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობა შეიცვალა პარლამენტის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის დონეზე, თუმცა ძველი მმართველი გუნდის წარმომადგენელია ქვეყნის პრეზიდენტი და ადგილობრივი თვითმმართველობები.  

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.