ახალი ამბები

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევები აღდგება

1 ნოემბერი, 2012 •
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევები აღდგება

კვლევების აღდგენასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა მედიასთან დღეს, 1 ნოემბერს ისაუბრა. 

 

“შაშკინმა იმიტომ თქვა ამ კვლევებზე უარი, რომ, სავარაუდოდ, არსებული “წარმატებული რეფორმების” პარალელურად რეალური სურათი იქნებოდა ძალიან მძიმე. მაინცდამაინც ამ სურათის დანახვა მათ არ უნდოდათ, ვინადან წინა ხელისუფლებას სურდა, ყველაფერში ასახული ყოფილიყო მხოლოდ წარმატებები. ჩვენ კი ძალიან დაინტერესებული ვართ, რეალური სურათი ვნახოთ და გავიგოთ, რა უნდა გავაუმჯობესოთ,”- ამბობს ზურაბიშვილი. 

 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბოლოს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო კვლევებში საქართველოს მონაწილეობაზე იმ მოტივით განაცხადა უარი, რომ, მისი აზრით, კვლევებში მოსწავლეთა შეფასება არასწორი მოდელით ხდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი