ახალი ამბები

ომბუდსმენი: ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს გიუნაშვილის გასათავისუფლებლად

6 თებერვალი, 2017 • 1944
ომბუდსმენი: ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს გიუნაშვილის გასათავისუფლებლად

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი უნდა აამოქმედოს, რომ ცხინვალში დაკავებული გიორგი გიუნაშვილი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდეს.

“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა აამოქმედოს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ამ ადამიანის დაბრუნება საქართველოში, პრინციპში, ის საქართველოშია, მაგრამ საუბარი მაქვს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2017 წლის 3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი