ახალი ამბები

ჭიათურელმა მაღაროელებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

31 ოქტომბერი, 2012 • • 1036
ჭიათურელმა მაღაროელებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

“მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაიყიდა “ჭიათურმანგანუმი”. მიშამ ჩაგვაგდო ამ მდგომარეობაში. ღირსეულ ხელფასს, ჩვენი შრომის ღირსეულ ანაზღაურებას და ნორმალურ სამუშაო პირობებს ვითხოვთ”, – განუცხადა ჭიათურიდან საპროტესტო აქციაზე თბილისში ჩამოსულმა გულო გეწაძემ “ნეტგაზეთს”.  ის “ჯორჯიან მანგანეზის” იმ 3 600–ზე მეტ თანამშრომელთან ერთადაა გაფიცული, რომლებიც კომპანიის კუთვნილ მაღაროებსა და საწარმოებში არიან დასაქმებული. მუშები მე–16 დღეა ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას. ჯერჯერობით მათ კომპანიის ხელმძღვანელობასთან თავიანთ მოთხოვნებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

გაფიცულ მაღაროელებს მხარდაჭერას უცხადებენ “სოციალ–დემოკრატები” და სტუდენტური მოძრაობა “ლაბორატორია 1918”.

ჭიათურელი მაღაროელები პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას ხვალ, 1 ნოემბერს განაახლებენ და მოვლენათა განვითარების მიხედვით გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა პროტესტის გამოხატვას რეზიდენციასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი