ახალი ამბები

სუბარი ციხეში არეულობის მცდელობაზე საუბრობს

31 ოქტომბერი, 2012 • • 1239
სუბარი ციხეში არეულობის მცდელობაზე საუბრობს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, რუსთავის მეთექვსმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ, 30 ოქტომბერს სიტუაციის არევის მცდელობა იყო და ეს დღესაც გრძელდება. 

 

მინისტრის განცხადებით, სიტუაციის არევას ცდილობდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც გუშინ ციხეში აკრძალული ალკოჰოლური სასმელი დაამზადეს. 

 

სოზარ სუბარი ამბობს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ციხეში არეულობას და კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

 

“ციხეს მართავს ციხის ადმინისტრაცია და არა კრიმინალური ავტორიტეტები”– განაცხადა მინისტრმა. სუბარის განცხადებითვე, რუსთავის  მეთექვსმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულების  ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების მიერ აკრძალული სასმელის დამზადებას შესაბამისი ზომების მიღება მოჰყვა, რამაც გამოიწვია პატიმრებში ახალი მოთხოვნის გაჩენა. ისინი დღეს ციხის ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ. მინისტრის თქმით, მანამდე მათი მოთხოვნა ასევე იყო ციხეში მეტი თავისუფლებისა გავლენის მოპოვება, რაც არ დაუშვა დაწესებულების ახალმა ხელმძღვანელობამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი