“1 ვისკი = 5 დევნილის შემწეობას” – სამინისტროსთან დევნილთა შემწეობის რეფორმა გააპროტესტეს [ვიდეო/ფოტო]

დღეს, 2 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ნაციონალური მოძრაობისა და “აფხაზთა კრების” ორგანიზებით აქცია გაიმართა.

აქცია 14:00 საათზე დაიწყო. მონაწილეები აკრიტიკებენ დევნილთა სამინისტროს მცდელობას, რომ შეცვალოს დევნილთა 45-ლარიანი შემწეობის გაცემის პოლიტიკა. მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ დევნილთა სამინისტრო დევნილის პოლიტიკურ სტატუსს აუქმებს.

აქციის მონაწილეები მივიდნენ ტრანსპარანტებით: “არა დევნილების ძარცვას, არა საქართველოს მთლიანობის ხელყოფას!”, “ერთი ვისკი = ხუთი დევნილის შემწეობას”, “არ გააუქმო სტატუსი”. აქციაზე ასევე იყვნენ ადამიანები, ვინც დევნილები არ არიან, თუმცა სოლიდარობას უცხადებენ დევნილებს.

აქცია დაახლოებით ერთ საათში დაიშალა, თუმცა აქციის დაშლამდე სამინისტროში აქციას გამოეხმაურა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მინისტრმა სოზარ სუბარმა არაერთხელ თქვა, რომ სამინისტრო დევნილის სტატუსს არ ეხება, უბრალოდ, მიმდინარეობს თანხების მობილიზება იმისთვის, რომ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის პროცესის დაჩქარდეს, ხოლო იმ დევნილებს, რომელთაც არ აქვთ მძიმე სოციალური მდგომარეობა და მათთვის მნიშვნელოვან შემოსავალს არ წარმოადგენს 45 ლარი,  დევნილის დახმარება აღარ მიეცეთ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო ჯერ არაა ჩამოყალიბებული, თუ როგორ განხორციელდება დევნილთა შემწეობის რეფორმა.

ენმ-ს და აფხაზთა კრების აქცია დევნილთა სამინისტროსთან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com