ახალი ამბები

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ

29 ოქტომბერი, 2012 •
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ

დღეს პარლამენტის წევრები ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ბიუროს სხდომაზე ისმჯელებენ საორგანიზაციო საკითხებზე, სასესიო კვირის საკითხების მომზადებაზე, სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე, პოლიტპატიმრებზე, საკანონმდებლო ინიციატივაზე სისხლის სამართალში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რაც სასჯელის შეკრებითობის გაუქმებას ითვალისწინებს, ასევე, ამნისტიაზე.

„სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან გრძელდება. კარგია, რომ კონკურენციაა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი