“განვიხილავთ ყველა იმ პრიორიტეტს, რაც არსებობს სოფლის მეურნეობაში, დაწყებული მიწის რეგისტრაციით, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასებით, სერვის-ცენტრებით… ამ ყველაფერზე გაწერილი იქნება თავისი საბიუჯეტო დაფინანსება, ნაწილი კი გაკეთდება ერთმილიარდიანი ფონდით”, – განაცხადა დავით კირვალიძემ.
მისი თქმით, ამ საკითხების თაობაზე ჟურნალისტებთან უფრო ვრცლად და დეტალურად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
