ახალი ამბები

საგანელიძე: ბატონი ბიძინას სურვილია, რომ ომბუდსმენი არასამთავრობოების ჩართულობით შეირჩეს

29 ოქტომბერი, 2012 •
საგანელიძე: ბატონი ბიძინას სურვილია, რომ ომბუდსმენი არასამთავრობოების ჩართულობით შეირჩეს

“ძირითადი განსახილველი თემები დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას ეხებოდა. ბუნებრივია, ჩვენ დაგვჭირდება ძალიან ბევრი კანონპროექტის მიღება და ყველაფერს თავისი პროცედურა გააჩნია. მთავრობის სხდომაზე გამოტანილი იქნება პირველი მნიშვნელობის საკითხები და ცხადია, ამ თემებს ასახვა დაჭირდება პარლამენტშიც. მე, როგორც უმრავლესობის ლიდერი, ვალდებული ვარ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც მთავრობის სხდომაზე იქნება მიღებული, ამ გადაწყვეტილებებს პარლამენტში გარკვეული გზა მივცე”, – განაცხადა საგანელიძემ.

 

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა საკითხებზე ისაუბრეს ივანიშვილთან, თუმცა აღნიშნა, რომ განხილული იქნა ეკონომიკური და სოციალური საკითხები, ასევე მთავრობაში გარკვეული რეკონსტრუქციის საკითხები.

 

საგანელიძის თქმით, საკადრო საკითხები უკვე გავლილი და შეთანხმებულია, თუმცა, მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე.

 

“ერთადერთი, რაც ვიცი, ბატონი ბიძინას სურვილია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში არასამთავრობო სექტორი მაქსიმალურად იყოს ჩართული”, – განაცხადა საგანელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი