ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სპეცოპერაციის დროს აზერბაიჯანში ოთხი პირი მოკლეს

1 თებერვალი, 2017 • 1841
სპეცოპერაციის დროს აზერბაიჯანში ოთხი პირი მოკლეს

აზერბაიჯანის ოთხი მოქალაქე: მ.ულუბეკოვი, ტ.ალმამედოვი, გ. დამიროვი და ს. მემედოვი, რომლებიც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილი იყვნენ ქვეყანაში ტერორისტული აქტების მომზადებაში, სამართალდამცავებმა  სპეცოპერაციის პროცესში, საპასუხო ცეცხლის გახნის დროს მოკლეს, ერთი პირი კი მძევლად აიყვანეს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაღუპულები აზერბაიჯანის საზღვრებს გარეთ არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ და ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს ფლობდნენ.

ოფიციალური ინფორმაციითვე, პოლიცია იძულებული გახდა, მათი ლიკვიდაცია ადგილზე მოეხდინა.

დამატებითი ინფორმაციას ინციდენტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ოფიციალური სტრუქტურები არ ავრცელებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი