ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელმა ქრთამი აიღო

1 თებერვალი, 2017 • 1814
საგამოძიებო სამსახური: თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელმა ქრთამი აიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი და ნაძლადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა.

“ბრალდებულებმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ერთ – ერთი გამარჯვებული კომპანიისთვის სამუშაოების განხორციელების პროცესში გარკვეული უპირატესობის მინიჭებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღეს დიდი ოდენობით თანხა,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

“ნეტგაზეთს” საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიების იტერესებიდან გამომდნარე, ამ ეტაპზე ვერ გაასაჯაროებდნენ ვერც ტენდერში მონაწილე კომპანიის ვინაობას და ვერც ქრთამად აღებული თანხის ოდენობას.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი