ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აცხადებს, რომ დღეს, 31 იანვრს, 12:30 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული იქნება საბურთალოს რაიონის შემდეგ ქუჩებზე: ვაჟა ფშაველას N48-დან – N74-ის ჩათვლით; ყაზბეგის გამზირს N30-დან – N48-ის ჩათვლით, ქავთარაძის ქუჩას და შანხაის დასახლებას.
კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზია ის გარემოება, რომ ვაკის რაიონში, ქავთარაძის ქუჩა N1-ელთან, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“, კერძო სამშენებლო კომპანიამ შენობის დემონტაჟისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სახანძრო ჰიდრანტი დააზიანა.
“ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელ სამუშაოები მიმდინარეობს. ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოების დაწყება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს”, – ვკითხულობთ GWP-ის განცხადებაში.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
“დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – ნათქვამია განცხადებაში.