ახალი ამბები

ტელეკომპანია ‘პიკ’–ის ჟურნალისტების აქცია პარლამენტთან

25 ოქტომბერი, 2012 •
ტელეკომპანია ‘პიკ’–ის ჟურნალისტების აქცია პარლამენტთან

ტელეკომპანია “პიკ”–ის ჟურნალისტები მოითხოვენ ტელეარხის მაუწყებლობის შეჩერების გამოძიებას, კონკრეტულად კი, რატომ არის არხი გათიშული სატელიტიდან, სად წავიდა “პიკ”–ისთვის გამოყოფილი ფული და რა ბედი ელის რუსულენოვან ტელეარხს. 

 

 

ისინი ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ. პარლამენტში მისულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის გაერკვევა საკითხში.

 

პარალელურად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში განიხილავენ “პიკ”–ის საკითხს. 

 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შპს “პიკ”–თან გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი 2012 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ შეაჩერა ტელეარხის მხრიდან საკონტრაქტო პირობების დარღვევის საბაბით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი