ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქალაქი ლაზიკა აღარ აშენდება, თუმცა დღეს, 24 ოქტომბერს მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ლაზიკის პორტის პროექტის მშენებლობა შესაძლებელია.
დღესვე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ რამდენიმე კონკრეტულ ექსპერტს ესაუბრა, რომლებმაც უთხრეს, რომ ანაკლიის პორტში შესაძლებელი იქნება ისეთი გემების მიღება, რომელიც საქართველოს სხვა პორტებში ვერ შედის:
“ბევრი რამ არის გასაანალიზებელი, როგორიცაა მთლიანი ტვირთბრუნვა და აქედან გამომდინარე, რამდენად საჭირო იქნება ახალი პორტი. განსახილველია პროექტის ეკოლოგიური ასპექტი. თუ შეფასება დაადგენს, რომ მისი აშენება ბიზნესისთვის მომგებიანია, რა თქმა უნდა, მაშინ დაინტერესდება ეკონომიკის სამინისტრო”.