ახალი ამბები

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე თოვლისა და ყინულის გამო შეზღუდვებია

29 იანვარი, 2017 • 3566
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე თოვლისა და ყინულის გამო შეზღუდვებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თოვლისა და ყინულის გამო, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი