ახალი ამბები

რუსთაველზე მსხვერპლით დასრულებულ ავარიაში მონაწილე მძღოლი არ დაუკავებიათ

27 იანვარი, 2017 • 5736
რუსთაველზე მსხვერპლით დასრულებულ ავარიაში მონაწილე მძღოლი არ დაუკავებიათ

მძღოლი, რომელიც 24 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ტაქსის დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 ადამიანი დაშავდა, დაკავებული არ არის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას გაავრცელებს.

შემთხვვევა 24 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი